- Advertisement -

ნიკა მელია: ვერაზე, სოლოლაკსა და მთაწმიდაზე კორპუსების აშენება უგულავას ბრალია

370

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის"პოლიტმდივანმა ნიკა მელიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

"რაც შეეხება უგულავას, 2014 წელს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ვიყავი და ის იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი(სანამ ჩემდა საწუხაროდ გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა), ბუნებრივია მაშინაც კი მქონდა პრეტენზიები და უგულავას დამსახურებებზე ხაზი გასმული. გვინდა არ გვინდა, მოსწონს მავანს თუ არ მოსწონს, მის პერიოდში ყველაზე წარმატებული პროექტები განხორციელდა, ეს ყველაფერი შეცდომების კვალდაკვალ იყო გაკეთებული.

პროექტების განხორციელებისას ნაკლები კომუნიკაცია იყო საზოგადოებასთან, პროფესიულ ჯგუფებთან. თამამ გადაწყვეტილებას იღებდნენ პროექტების განსახრციელებინათ. დანაშაულის ტოლფასი იყო ვერაზე, სოლოლაკში, მთაწმინდაზე და ა.შ. იქ სადაც ვიწრო ქუჩების სისტემა იყო ააშენა მრავალსართულიანი სახლები – დიახ, ეს არის უგულავას ბრალეულობა. რას დაამსაგავსა სპორტის სასახლე, რასაც ნარმანია და მისი კოლეგები აგრძელებენ", – განაცხადა მელიამ.

Comments
Loading...