- Advertisement -

ნიკა მელია: “ნაცმოძრაობამ” მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, კონკრეტული სამოქმედო გეგმა

558

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით პარტიას უკვე აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. 

თუმცა მელიამ აქვე განმარტა, რომ საზოგადოებას ამ გეგმის შესახებ მას შემდეგ გააცნობს, რაც კონსულტაციებს გაივლის საკოორდინაციო საბჭოში შემავალ პარტიებთან. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, კონკრეტული სამოქმედო გეგმა. "რუსთავი 2" დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე დიდი მედია ორგანიზაცია, სადაც შეიძლება განსხვავებული და ალტერნატიული აზრის დაფიქსირება. ერთადერთი მედია ორგანიზაციაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კონტროლს მიღმაა. საზოგადოება არ არის მზად ქვეყანაში მიიღოს ერთი პირის დიქტატი, არ არის მზად დამცირებისთვის. 14:00 საათზე ჩვენ გავმართავ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. თუ ჩვენი გეგმა, რომელიც უკვე არსებობს თანხვედრაში მოვა სხვადასხვა პარტიასთან 15:00 საათზე ამის შესახებ ვამცნობთ საზოგადოებას",- აღნიშნა მელიამ. 

Comments
Loading...