- Advertisement -

ნიკა რურუა: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ცრუპენტელაა

529

„ივანიშვილი, ჩემი აზრით, მიუხედავად მისი მეპატრონეობისა, იმ სტატუსისა, რომელიც მას აქვს „ქართულ ოცნებაზე“, ის ტვირთად იქცა თვითონ "ქართული ოცნებისთვის",-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნიკა რურუა რუსთავი 2-თან აცხადებს. 

ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნებისგან" დისტანცირება და იმ დაპირებებზე მინიმალური პასუხისგებლობის აღება სურს, რომელსაც მმართველი გუნდი ახლა გასცემს, რადგან როგორც რურუა აცხადებს, ივანიშვილს საკუთარი დაპირებებიც ბევრი აქვს, რომელიც არ შესრულებულა. 

"ვინაიდან, ყველა მისი დაპირება, რაც აქამდე ამომრჩეველმა მოისმინა, აღმოჩნდა ტყუილი. გაირკვა, რომ ის არის პოლიტიკური ცრუპენტელა, ავანტიურისტი, რომელიც ხალხს ატყუებდა თანმიმდევრულად და მეთოდურად,“ – განაცხადა ნიკა რურუამ.

Comments
Loading...