- Advertisement -

ნიკა რურუა: დღეს ქვეყანას ფსევდო კონსტიტუცია აქვს

341

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა რურუას განცხადებით, "დღეს ქვეყანას აქვს ფსევდო კონსტიტუციადა დაუბალანსებელი ოლიგარქიული მოდელი". ამის შესახებ რურუამ პრეზიდენტის რეზიდენიაში განაცხადა, სადაც გიორგი მარგველაავილსა და ოპოზიციას შორის კონსულტაიები მიმდინარეობს კონსტიუციურ პროექტთან დაკავშირებით.

"ეს კონსტიტუცია ნაგლეჯ-ნაგლეჯ არის შედგენილი სხვადასხვა კონსტიტუციისგან და არ ესადაგება ჩვენს რეალობას. ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ეს არის საპარლამენტო მოდელი, რადგან საპარლამენტო მოდელი ნამდვილი საქართველოსთვის სრულიად უადგილო და მიუღებელია, რადგან ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს და ქვეყანაში არის ახალგაზრდა დემოკრატია",- განცხადა რურუამ.

პრეზიდენტმა უმრავლესობას და ოპოზიციას კონსულტაციები მას შემდეგ შესთავაზა, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.

Comments
Loading...