- Advertisement -

ნიკა რურუა: რაც არ უნდა ჩაწერონ კონსტიტუციაში, საქმე ითვლება და არა ლაყბობა

457

“ქართულ ოცნებას სურს კონსტიტუციაში ჩაწეროს რომ “სახელმწიფო დაიცავს ეროვნული ცნობიერებას და ეროვნული ფასეულობებს” და ამ იაფფასიანი ხრიკით სურს რომ მთლიანად გადაფაროს და დაგვავიწყოს ყველა ანტი-ეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რომელსაც ისინი დგამენ დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა",-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნიკა რურუა სოციალურ ქსელში წერს. 

"კერძოდ, ’გაზპრომის’ ხელახალი შემოყვანა ქართულ ბაზარზე, საქართველოს მოხსნა ყველა საერთაშორისო რადარიდან, ქართული ჯარის და თავდაცვისუნარიანობის დასუსტება, ჩვენი გმირი ჯარისკაცების ოკუპანტი სახელმწიფოსათვის გადაცემა, სიტყვის თავისუფლებასთან ბრძოლა, ხალხისთვის საკუთარი პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევის მცდელობა, საყდრისის აფეთქება, რუსეთის ჯაშუშებისთვის პოლიტპატიმრების სტატუსის მინიჭება, არაფორმალური მმართველობის დაკანონების მცდელობა და ა.შ. და ა.შ.

ამიტომ, “ოცნების” ეს ყალბი, არაგულწრფელი და ფუჭი სიტყვები ვერანაირად ვერ გაანეიტრალებს სწორედ მათ და ივანიშვილის, როგორც ანტი-ეროვნული ფენომენის, არსს. დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ღირებულებებს ებრძვის და ანგრევს.
ეს, სამწუხაროდ, სწორედ ასეა, რაც არ უნდა ჩაწერონ კონსტიტუციაში. საქმე ითვლება – და არა ლაყბობა",-წერს ნიკა რურუა. 

Comments
Loading...