- Advertisement -

ნიკა რურუა: ჩვენი სასკოლო სისტემა ბავშვებს საბაზისო ეროვნულ შეგნებასაც ვერ უვითარებს

604

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ სასკოლო სისტემა შესაცვლელია, კერძოდ რურუა მიიჩნევს, რომ სკოლა მოსწავლეებს ეროვნულ და სამოქალაქო შეგნებას ვერ უნვითარებს. 

"ჩვენი სასკოლო სისტემა ჩვენს ბავშვებს ელემენტარულ, საბაზისო ეროვნულ და სამოქალაქო შეგნებასაც კი ვერ უნვითარებს, კრიტიკულ აზროვნებაზე და სხვა, სრულიად აუცილებელ უნარ-ჩვევებზე რომ არაფერი ვთქვათ.

ეს სასწრაფოდაა შესაცვლელი, თუ ტრაგიკული შედეგების აცილება გვსურს ახლო მომავალში, როცა ახალგაზრდების ძალიან დიდ ნაწილს არ ეცოდინება, რისთვის ან ვისგან უნდა დაიცვას სამშობლო",-წერს ნიკა რურუა სოციალურ ქსელში. 

Comments
Loading...