საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის მასტერსს მსოფლიოს მე-14 ჩოგან ჩეხ ტომაშ ბერდიხთან შეხვედრით დაიწყებს.
შეხვედრა 7 აგვიტოს, თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება. აღნიშნულ წყვილს შორის გამარჯვებული მეორე წრეში ალბერტ რამოს-ვინოლასსა და რობინ ჰაასს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი აქამდეც შეხვედრია ტომაშ ბერდიხს. 2016 წელს ვენაში გამართულ ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ჩეხი 3 სეტში (6:5, 6:7, 7:5) დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მონრეალის მასტერსის პირველ ნომრად რაფაელ ნადალია განთესილი, ხოლო მეორედ – როჯერ ფედერერი.