- Advertisement -

ნიკოლოზ გაგუა: მსოფლიო ბანკის რეიტინგით შეფასებულია ბიზნესგარემო და ქვეყნების სწრაფვა ეკონომიკური რეფორმებისადმი

36

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ რეიტინგში საქართველო კვლავ მსოფლიოს წამყვან ათეულშია.
„წელს საქართველომ რეკორდულად მაღალი ქულა –  83.7 მიიღო რეიტინგში,  რაც ისტორიული მაქსიმუმია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ჩვენი რეფორმების კიდევ ერთი აღიარების მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში“ ძალიან პოზიტიურად აღინიშნა რამდენიმე მიმართულება. მაგალითად: გადასახადების გადახდის  მაჩვენებლით, საქართველომ მნიშვნელოვნად წინ წაიწია, ასევე გაუმჯობესდა პოზიცია  მშენებლობის ნებართვების გაცემის მიმართულებით. აღნიშნული მიღწევები ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა, განვახორციელოთ შემდგომი რეფორმები  და ქვეყანამ კიდევ უფრო მეტად წაიწიოს  წინ რეიტინგში. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელთა ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება“,  – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.
 
 
The post ნიკოლოზ გაგუა: მსოფლიო ბანკის რეიტინგით შეფასებულია ბიზნესგარემო და ქვეყნების სწრაფვა ეკონომიკური რეფორმებისადმი appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...