- Advertisement -

ნინო ბურჯანაძე: თუ არ გავაფრენთ და შიზოფრენია არ დაგვემართება, ძალიან კარგი იქნება!

804

"თუ არ გავაფრენთ და შიზოფრენია არ დაგვემართება, იქნება ძალიან კარგი!"-ეს განცხადება დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქრთველოს" საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის კომეტირებისას გააკეთა.

"ავკრძალოთ ქართულ ენაში ყველა იმ სიტყვის გამოყენება, რომელშიც გამოიყენება ასო-ბგერა რ, მივაყოლოთ რომელშიც გამოიყენება ასო-ბგერა ვ, რადგან პუტინის სახელი ვლადიმერი ვ-თი იწყება, მივაყოლოთ ასევე სიტყვები, სადაც გამოიყენება პ, რადგან პუტინის გვარიც პ-ზე იწყება. 

ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ მათ უნდათ რუსული, ე.წ. პრორუსული პარტია ხელისუფლებაში, მაშინ უნდა მოვიდეს ეს პარტია, თუ დემოკრატია აღარ არის? თუ ამერიკის საელჩომ უნდა გადავიწყვიტოს რომელიც პარტია უნდა მოვიდეს და რომელი არა?"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტში წარადგინა საკანონდებლო წინადადება, რომლის ძირითადი მიზანია აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან/და ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს.

Comments
Loading...