- Advertisement -

ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას პარტიები თბილისის მერად საერთო კანდიდატს დაასახელებენ

422

ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" და კახა კუკავას "თავისუფალი საქართველო" თბილისის მერად ერთობლივ კანდიდატს წარადგენენ. აღნიშნულ საკითხზე პარტიები ბრიფინგს ორშაბათს გეგმავენ.

ამის შესახებ "აიპრესს" "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა. მისი თქმით, კონსულტაციები გრძელდება და შესაძლოა სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ, თუმცა გადაწყვეტილია რომ ამ ორ პარტიას საერთო კანდიდატი ნამდვილად ეყოლებათ.

"ორშაბათს გვექნება ერთობლივი ბრიფინგი ჩვენ ბურჯანაძეს ერთიანი კანდიდატების შესახებ. ორშაბათამდე კიდევ ვაგრძელებთ კონსულტაციებს, ამიტომ ახლა ვერ გეტყვით ვინ იქნებია კანდიდატები, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატი. შესაძლოა ამ ერთობას მატება ჰქონდეს, ამიტომ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ორშაბათს ყველა ვარიანტში იქნება განცხადება, მაგრამ ვინ და რა შემადგენლობით ეს შეიძლება კიდევ შეიცვალოს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ და ბურჯანაძის პარტიებს გვეყოლება საერთო კანდიდატები, მაგრამ ამას შეიძლება კიდევ დაემატოს", – განაცხადა კახა კუკავამ.

Comments
Loading...