- Advertisement -

ნინო გიორგობიანი: თურქეთში საქართველოს მოქალაქე ჩატაევის საქმესთან კავშირის გამო დააკავეს

377

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, თურქმა სამართალდამცველებმა ტრაპიზონის პროვინციაში საქართველოს მოქალაქე გოჩა საგინაძე სუს-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს, რომელიც ტერორიზმთან კავშირშია მხილებული.

"არსებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თურქმა სამართალდამცველებმა, 26 დეკემბერს, ტრაპიზონის პროვინციაში, ოფის მახლობლად, საქართველოს მოქალაქე, გოჩა (ალი) საგინაძე დააკავეს. დაკავებული ტერორიზმთან კავშირში არის მხილებული. თურქმა სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილი, ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული მასალები ამოიღეს.

თურქი სამართალდამცველებისთვის გადაცემული ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული იყო ახმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან",- აცხადებს ნინო გიორგობიანი.

Comments
Loading...