- Advertisement -

ნინო წილოსანი: ვმუშაობ ახალ გამოწვევებზე

41

“მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე პროპორციული საარჩევნო სისტემა აუცილებლად სჯობს არსებულს. ბევრი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო ჩემი პოზიციის დასაცავად, მაგრამ ამ შემთხვევაში, საკმარისია, ვახსენო, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკურ კრიზისს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს თვეების განმავლობაში დაუკომპლექტებელ მთავრობას (გერმანია, ესპანეთი), კოალიციის შექმნის ისეთ მოდელს, რომელიც პირდაპირპროპორციული არ არის ამომრჩევლის გამოხატულ ნებასთან. რაც ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სერიოზულად დამაზიანებელი იქნება.
სწორედ ამიტომ განისაზღვრა 2020 წელი ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებებისას გარდამავალ ეტაპად და მიეცა პარტიებს გაძლიერებისა და საერთო პოლიტიკური კულტურის ამაღლების საშუალება. ამას ემატება ის, რომ მე თითქმის ოთხი წელია, მჭიდროდ ვურთიერთობ ჩემი ოლქის ამომრჩევლებთან. მათთან ერთად შევძელი განმეხორციელებინა არაერთი პროექტი და ვმუშაობ ახალ გამოწვევებზე. მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ჩემი შუამდგომლობა მნიშვნელოვანი დახმარება იყო ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ზემოხსენებული პროექტების განხორციელებაში.
2017 წელს გავაკეთე ჩემი არჩევანი პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ, როცა ჩვენი გუნდის ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ 2024 წლიდან საქართველო გადადიოდა წმინდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს იყო ჩემი გუნდის გაბედული ნაბიჯი, მზაობა ჩაკეტილი წრის გარღვევისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში კოალიციისა და კონსენსუსის პრინციპის დაფუძნების.”,-წერს წილოსანი.
The post ნინო წილოსანი: ვმუშაობ ახალ გამოწვევებზე appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...