- Advertisement -

ნოდია: ეს პოლიტიკური შიზოფრენიაა – თან ევროპელობ, თან აზერბაიჯანის დავალებებს ასრულებ

524

"აფგან მუხთარლის საქმე არის სრული კატასტროფა ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის",-ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს. 

"თავისთავად ფაქტი ხომ საგანგაშოა, მაგრამ ხელისუფლების, კერძოდ გომელაურის რეაქცია საშინელი: დიდი არაფერი მომხდარა, აზერბაიჯანმა აგვიხსნა ყველაფერი, ვიძიებთ, რას ნერვიულობთ. როგორც მინიმუმი, პოლიტიკური სიბეცე. ყველაზე ბუნებრივი ვარაუდია, რომ თავად გადასცეს ის კაცი აზერბაიჯანს და არ უნდათ აღიარონ. ყოველ შემთხვევაში, მთავრობა არაფერს აკეთებს, რომ ეს შთაბეჭდილება გააქარწყლოს.

პარალელურად ვკითხულობ მინისტრ მღებრიშვილის განცხადებას, როგორ ვხდებით ევროპის ნაწილი და რა კარგია. ამას ქვია პოლიტიკური შიზოფრენია: თან ევროპელობ და თან აზერბაიჯანის უსაფრთხოების დავალებებს ასრულებ.

არ მითხრათ, ახლა ნავთობი და გაზიო. როგორც ჩვენ გვჭირდება აზერბაიჯანი, ისე აზერბაიჯანს ვჭირდებით ჩვენ",-წერს გია ნოდია. 

Comments
Loading...