- Advertisement -

ნოდია: თუ საქმეს სჭირდება,გაზი და რეზინის ტყვიები კანონით დადგენილ ფარგლებში უნდა გამოიყენო

625

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. 

"ვიღაც ახლა წერდა ფეისბუქზე, რომ მიტინგი უნდა „დაშალო“ და არა „დაარბიო“ (იგულისხმება, რომ ნაციონალები „არბევდნენ“ და არა „შლიდნენ“, ახალი მთავრობა კი, იმედია, „დაშლის“). ეს სიტყვების უაზრო რახარუხია: ზოგი „დაშლას“ დაუძახებს და ზოგი – „დარბევას“, პოლიტიკური განწყობის მიხედვით. აზრიანი გამოთქმაა „ძალის პროპორციული გამოყენება“. აზრიანი გამოთქმაა „პოლიციის პროფესიული მოქმედება“.

კიდევ ერთი უაზრო გამოთქმაა: „დაშალე, მაგრამ არ ცემო“. თუ კანონდამღვევი წინააღმდეგობას გიწევს და აქეთ გცემს, აბა რა უნდა ქნას პოლიციელმა? ძალის პროპორციული გამოყენება ნიშნავს ამოცანის შესრულებას ისე, რომ ეს ზედმეტ სისასტიკეში არ გადაიზარდოს, ანუ არც პოლიციელი დაზარალდეს და კანონდამრღვევსაც არ მიადგეს იმაზე მეტი ზიანი, ვიდრე აუცილებელია. თუ საქმეს სჭირდება ხელკეტების, გაზის ან თუნდაც რეზინის ტყვიების გამოყენება, უნდა გამოიყენო კანონით დადგენილ ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცა ნაცემიც შეიძლება აღმოჩნდეს, ცემა კი არა, თუ კანონმდამრღვევს იარაღი აქვს და პოლიციელის სიცოცხლეს ემუქრება, ამ უკანასკნელმა შეიძლება მოკლას კიდეც და მისი მოქმედება გამართლებული იქნება.

ეს ყველაფერი სრულიად თანაბრად ეხება ნაცების, ქოცების, თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა მთავრობას, ასევე ყველა ამ მთავრობის კრიტიკოსებს. კონკრეტულად არავის მოქმედებას არ ვაფასებ ახლა, იმაზეა ლაპარაკი, რა კრიტერიუმებით და ენით უნდა მოხდეს შეფასება",-წერს გია ნოდია. 

Comments
Loading...