- Advertisement -

ნოდია: კალაძის გამოსვლით აღფრთოვანება პოლიტიკური იდიოტიზმის მკაფიო გამოხატულებაა

494

პოლიტოლოგი გია ნოდია "ბირჟა მაფიას" წევრების საქმეს და მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. 

"კახი კალაძეს ნამდვილად აქვს პოლიტიკური ინსტინქტი, ვერ წაართმევ, რითაც ის გამოირჩევა სხვა "მეოცნებეებისგან". გუშინდელი მისი ვიდეო-გამოსვლა არის ამის დასტური. ეს მას გაცილებით უფრო სახიფათო სუბიექტად აქცევს, ვიდრე რომელიმე ჯეჯელავაა.

მისი გამოსვლით აღფრთოვანება კი პოლიტიკური იდიოტიზმის მკაფიო გამოხატულებაა. ბოდიში",-წერს გია ნოდია. 

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძე რეპერების საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია და თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა აქვს, აუცილებლად დაისჯება. მანამდე რეპერების საქმეს სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილი გამოეხმაურა და რეპერებს სოლიდარობა გამოუცხადა. გუშინ კი პროკურატურამ "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავების გამო, პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროკურატურა თანახმაა "ბირჟა მაფიას" წევრებს პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეუცვალოს.

Comments
Loading...