- Advertisement -

ნოდია მუხთარლის საქმზე: კვირიკაშვილისნაირ “სუფთა” ფიგურებს ამ საქმეში არც გასვრიდნენ

617

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს ეხმიანება და ორ შესაძლო ვერსიას განიხილავს. გია ნოდია მიიჩნევს, რომ მუხთარლი აზერბაიჯანს ბიძინა ივანიშვილის დავალებით გადასცეს, ან აზერბაიჯანის უშიშროებამ საქართველოს ძალოვანებიდან მოისყიდა ვინმე. 

"მუხთარლის შემთხვევაში რეალური ვერსია ორია: ან მთავრობამ (ბიძინას სანქციით) გადაწყვიტა, გადაეცა მუხთარლი, ოღონდ ამის აღიარება არ უნდა (ასეთი ქცევა ძალიან სულელურია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ ამაზე არავინ წავიდოდა). კვირიკაშვილისნაირ „სუფთა“ და ნაკლებად მნიშვნელოვან ფიგურებს ამ საქმეში არც გასვრიდნენ. ასეთ შემთხვევაში მორიგე ფრაზა „გამოძიებას დაელოდეთ“ კომიკურ ელფერს იძენს (როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში – ფარცხალაძის მიერ ლაშა თორდიას ცემა და ა. შ.)

მეორე ვარიანტია, რომ აზერბაიჯანის უშიშროებამ ჩვენი ძალოვანებიდან ვიღაცეები მოისყიდა და ეს ოპერაცია ისე ჩაატარა. არც ამის გამორიცხვა შეიძლება. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას თითქოს უნდა აწყობდეს რეალური გამოძიების ჩატარება, მაგრამ მაინც ეშინია – თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ძნელია თავიდან აიცილო სკანდალი აზერბაიჯანთან.
სხვა ვარიანტი მე თავში არ მომდის. თქვენ?

ორივე ჩემთხვევაში ჩვენი მთავრობა ავლენს თავის ძირითად თვისებას – რომ ის არის კუანა. თუ თვლი, რომ მუხთარლის გადაცემა სტრატეგიული პარტნიორობის საფასურია, კეთილი ინებე, პასუხისმგებლობა შენს თავზე აიღე, და ეს ფორმალური პროცედურების ფარგლებში გააკეთე. ჩემთვის ესეც მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ რაციონალური კამათის საგანი მაინც იარსებებდა. თუ მისი გაკეთებული არაა, რატომ იქცევა, როგორც დაბნეული და შეშინებული ბავშვი? მაგალიუთად, რატომ იმცირებს თავს და აკეთებს საცოდავ ჟესტებს, როგორიცაა მუხთარლის ოჯახისთვის მოქალაქეობის შეთავაზება (რომელიც არ უთხოვიათ), როცა რამდენიმე თვის წინ ბინადრობის მოწმობაზე ეუბნებოდი უარს, მათაც და სხვა ოპოზიციონერ აზერბაიჯანელებსაც? ესე იგი რაღაცას მალავ, ხომ?"-წერს გია ნოდია. 

Comments
Loading...