- Advertisement -

ნორლანდი: “ჩვენ გაგვიმართლა, რომ თქვენისთანა პარტნიორები გვყავს! გაუმარჯოს საქართველოს!”

538

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოს ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ულოცავს და ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

 

"სალამი, მე რიჩარდ ნორლანდი ვარ. 2012-2015 წლებში ამერიკის ელჩი ვიყავი საქართველოში. მინდა გითხრათ „გილოცავთ“ და მოგილოცოთ აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე. ამერიკას ძალიან გაუმართლა, რადგან ისეთი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს კავკასიის საციცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში, როგორიც საქართველოა. თქვენ, ამდენი პოლიტიკური და ეკონომიკური დაბრკოლებების მიუხედავად, გასაოცარ პროგრესს მიაღწიეთ.

მერი და მე ხშირად ვფიქრობთ იმ მეგობრების შესახებ, რომლებიც საქართველოში შევიძინეთ, რომლებსაც, ვიმედოვნებთ, ძალიან მალე ვინახულებთ. მანამდე კი მინდა მადლობა გადაგიხადოთ და „გაუმარჯოს“!, – აცხადებს ნორლანდი მილოცვაში. 

Comments
Loading...