მთავრობის ადმინისტრაციასთან ბორჯომელი ეტლით მოსარგებლე ნუგზარ ბაქრაძე საპროტესტო აქციასა და მშრალ შიმშილობას იწყებს. როგორც მან "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, საქართველოს პრემიერმინისტრს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბორჯომში მის საცხოვრებელ სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მოუხსნან.
"მე ვარ ბორჯომელი. ჩემი საცხოვრებელი სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, პარკის შესასვლელთან 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობდა და ის ყოველთვის ჩვენი საკუთრება იყო. გაირკვა, რომ 2010 წლიდან ჩემი სახლი შეუყვანიათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ამის შესახებ 2015 წელს გავიგე. ვითხოვ, ჩემს საკუთარ სახლს მოეხსნას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატტუსი. მაქვს ექსპერტების დასკვნა, რომლებიც გარკვევით ამბობენ, რომ ეს სახლი არ წარმოადგენს არანაირ კულტურულ ღირებულებას, ეს არის ფსევდორუსული არქიტექტურა. როდის აქეთ გახდა რუსული არქიტექტურა ქართული კულტურის ძეგლი?სულ შიშის ქვეშ ვარ, სულ სასამართლოში მეძახიან. კულტურის სამინისტროსთან ვდაობ. ისინი მეუბნებიან, რომ არაფრის გაკეთება შემიძლია სახლში, არადა წყალი ჩამოდის და ვერაფერს ვაკეთებ.
ვითხოვ, ჩემს სახლს მოუხსნან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ასევე ვითხოვ შეხვედრას გიორგი კვირიკაშვილთან. მთელ ქუჩაზე ბევრი სახლია ერთ პერიოდში აშენებული, თუმცა მხოლოდ მაინცდამაინც ჩემი შეიტანეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის ქვეშ. სახლში კარები და ფანჯრები არ იკეტება, მაგრამ არც მე მაკეთებინებენ და არც თვითონ აკეთებენ",- განაცხადა ნუგზარ ბაქრაძემ.