- Advertisement -

ნუგზარ წიკლაური: კვირიკაშვილის განცხადება ფარდას ხდის ბათუმის მოვლენების ანატომიას

1, 128

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური ბათუმის მოვლენებზე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებს სოციალური ქსელში ეხმიანება. 

"კვირიკაშვილის განცხადება და მითითებები მომხდარში ნაციონალური კვალის აღმოჩენის აუცილებლობაზე ფარდას ხდის ბათუმის მოვლენების ანატომიას და მის დამგეგმავსაც.

ბათუმში მოქმედებდნენ სუსის აგენტები და მშვიდობიანი აქცია მათ გადაზარდეს ძალადობრივ ქმედებებში.
დამფრთხალი და დეზორიენტირებული მთავრობის განცხადებები თვითონ მთავრობის დანაშაულს ააშკარავებს",-წერს ნუგზარ წიკლაური. 

Comments
Loading...