- Advertisement -

ნუგზარ წიკლაური: ტომარამომარჯვებული შსს მუდამ თქვენს გვერდით არის!

476

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური აფგან მუხთარლის საქმეზე შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილი ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

"შსს მინისტრის ბრიფინგი:
1. აფგან მუხტარლის გატაცების ჩაფარცხვის მიზნით გთავაზობთ განტევების სამი ვაცის კანდიდატურას.
2. ვიდეოკამერები, რომელზეც მუხტარლის გატაცება ფიქსირდებოდა, საგულდაგულოდ წავშალეთ და სხვა კამერებზე კი არაფერია საეჭვო.
3. ტომარამომარჯვებული შსს მუდამ თქვენს გვერდით არის!",-წერს ნუგზარ წიკლაური. 

გიორგი მღებრიშვილმა მედიას აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური გამოძიების შედეგები გააცნო. მისი განცხადებით, 343 მოწმიდან საეჭვო გარემოება არავის შეუნიშნავს. შს მინისტრის თქმით,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და სუს-ის კონტრდაზვერვის დირექტორმა თანამდებობები დატოვეს.

Comments
Loading...