- Advertisement -

ნუგზარ წიკლაური: ქვეყანას კრიმინალური და სასტიკი მოძალადეები მართავენ

632

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური ირაკლი ჩხვირკიას დაკავებას სოციალური ქსელში ეხმიანება. 

"ნარკოტიკის და იარაღის ჩადება, საქმეების შეკერვა, ცრუ ბრალდებები ივანიშვილის მოძალადეების ხელწერაა.
ასევე, მათი ხელწერაა პოლიტიკურ ოპონენტებზე ზონდერების მიქსევა, პარტიული ოფისების ვანდალური დარბევა და უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება.

ირაკლი ჩხვირკიას, ისევე როგორც ნებისმიერი პოლიტიკურად აქტიური და მთავრობისადმი კრიტიკული მოქალაქის დაკავება, არ დარჩება ყურადღების მიღმა.

ირაკლი ჩხვირკია არ დარჩება სათანადო დაცვის გარეშე.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას კრიმინალური და სასტიკი მოძალადეები მართავენ",-წერს ნუგზარ წიკლაური. 

Comments
Loading...