- Advertisement -

ნუგზარ წიკლაური: ჩვენ ყველანი ისტორიული დრამის მონაწილეები ვართ

588

"დღეს ჩვენ ყველანი ვართ ამ ისტორიული დრამის მონაწილეები",-ამის შესახებ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"დღეს ჩვენს წინაშე, თქვენს წინაშე, სამშობლოს წინაშე, დგას ისტორიული დილემა, რა გზას აირჩევს საქართველო, ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, თუ როგორ ანადგურებს რუსი ოლიგარქი ქართული სახელმწიფოს საფუძვლებს, ჩვენ დავინახეთ როგორი თავზარამცემი იყო მისი შეტევა პოლიტიკუ ოპონენტებზე, ვნახეთ როგორ შეუტია არასამთავრობო სექტორს, სულ ახლახანს ქართულ ეკლესიას, ვერაგულად და მზაკვრულად, რათა დაემხო ათასწოლოვანი ეკლესია საქართველოში და დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორ უტევს თავისუფალ სიტყვას, ჩვენს უფლებას, ჩვენს წმიდათაწმინა უფლებას გამოვთქვათ ჩვენი აზრი და ვიყოთ გაგონილები სხვა ადამიაების მიერ",-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 

Comments
Loading...