- Advertisement -

ნუკრი ქანთარია: დარწმუნებული ვარ, სიმართლეს საფრთხე არ ემუქრება, ისევე როგორც ეკლესიას

14

როგორც ნუკრი ქანთარია საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი საარჩევნო წელია და აქედან გამომდინარე, უფრო მეტად არიან გააქტიურებული ანტისახელმწიფოებრივი შიდა და გარე ძალები.
“კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კათოლოკოს-პატრიარქი ეკლესიის შიგნით არსებულ ვითარებას ძირეულად აღიქვამს. იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს იქნება მისი უწმინდესობა ჩვენი ეკლესიის სათავეში. პატრიარქი წარმოადგენს სიმბოლოს ჩვენი ეროვნული იდენტობის და გარკვეულწილად, სახელმწიფოებრიობის. ეკლესიის და პატრიარქის მიმართ ნასროლი ტალახი ისევ მის მსროლელს უბრუნდება და მომავალშიც დაუბრუნდებათ.
ვფიქრობ, უნდა ველოდოთ კიდევ სხვადასხვა ინსტიტუტებში შეთითხნილ სკანდალურ ამბებს. საარჩევნო პერიოდში ეს პროცესი არ ჩაცხრება. დღეს იერიში უწმინდესზეა მიტანილი, შემდეგ, ალბათ, ეს პროცესი სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდება და თან იქნება მცდელობები ხელისუფლებაზე გადაბრალების. ეკლესიაში ციხის შიგნიდან გატყდომის მცდელობაც ისევ იქნება, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში მოკალათებულ ნიღბოსანთა მხრიდან ნიღბების ჩამოხსნის. მათი მეშვეობით და კიდევ სხვათა შეთითხნილ სკანდალურ ამბებს უნდა ველოდოთ და ამისთვის საზოგადოება მზად უნდა იყოს.
ზოგი მერე ბოდიშს მოიხდის, ზოგი – გაერიდება, ზოგს ალბათ მწარედ მოხვდება ამის გამო. დარწმუნებული ვარ, სიმართლეს საფრთხე არ ემუქრება, ისევე როგორც ეკლესიას. ამდენი საუკუნის მანძილზე ეკლესიამ იმდენ რამეს გაუძლო, ამასაც გადაიტანს. რაც შეეხება პრობლემებს, რომელმაც საპატრიარქოში თავი მოიყარა, იმედი მაქვს, უწმინდესის და უნეტარესის სიბრძნით, აუცილებლად მშვიდობიანად მოგვარდება, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
The post ნუკრი ქანთარია: დარწმუნებული ვარ, სიმართლეს საფრთხე არ ემუქრება, ისევე როგორც ეკლესიას appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...