- Advertisement -

ნუკრი ქანთარია: ირაკლი კობახიძის მიერ 9 აპრილს გაკეთებული განცხადება, შეცდომა იყო

279

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ,  გადაცემა „ვახო სანაიას დღის ამბებში“ განაცხადა.

„ირაკლი კობახიძის მიერ, 9 აპრილს გაკეთებული განცხადება, იყო შეცდომა, რომ ასე მკვეთრად და ავტორიტარული ტონალობით შეეცადა ხაზი გაესვა, რომ რამდენიმე დეპუტატი ვერ არის, ურევს, თორემ დანარჩენი კარგად მიდის საქმე, ეს არ არის პარლამენტის თავმჯდომარისგან სწორი“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "საპარლამენტო უმრავლესობა აგრძელებს მუშაობას, იყო რამდენიმე გადაცდომა, მათ შორის გედი ფოფხაძესაც ვგულისხმობ. სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური სპეკულირების ფონზე, რაც სამწუხარო მოვლენაა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და მომავალაში აღარ განმეორდება".

Comments
Loading...