- Advertisement -

ნუკრი ქანთარია: “ხვალ გამოჩნდება ვინ არის ერთგული, ვის უფრო უყვარს მამული”

274

"ხვალ გამოჩნდება ვინ არის ერთგული, ვის უფრო უყვარს მამული" – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

ქანთარიას განცხადებით, თუ კონკრეტულად რაზე იქნება საუბარი სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

დეპუტატის თქმით, გუნდში ორივე მხარეს უნდა უნდოდეს ქვეყნის კეთილდღეობა.

"პირველ რიგში ორივე მხარეს უნდა გვინდოდეს ქვეყნის კეთილდღეობა, პარლამენტის აქტიური, გაჯანსაღებული მუშაობა თუ იქნება თანხვედრაში, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

ხვალ გამოჩნდება, რაც იქნება. წესით, უნდა ვიმსჯელოთ ყველა მტკივენულ საკითხზე, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია"-განაცხადა ქანთარიამ.

Comments
Loading...