"ნუ დაწვავ ხეს ბიზნეს ინტერესების გამო", – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, სადაც ელექტრონული წიგნების პრეზენტაცია მიმდინარეობს, "ახალი საქართველო" აქციას მართავს, სადაც გამოფენილია ლისის ტბაზე დამწვარი ხეების სურათები.
მათი თქმით, აქ ხეები მიზანმიმართულად არის დამწვარი.
"გვინდა, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თუ აქამდე არ უნახავს თავისი თვალით დაინახოს ის მდგომარეობა, რაც ლისის ტბაზეა. ვფიქრობთ აქ მიზანმიმართულად არის ხეები დამწვარი. მიგვაჩნია, რომ თბილისის მერს ამაზე უნდა ჰქონდეს კონკრეტული პასუხები და დღეს გვინდა, რომ მისგან მივიღოთ პასუხი.
ვფიქრობთ, ის გაგვცემს პასუხის და არ გაიპარება",-განაცხადა "ახალი საქართველოს" წარმომადგენელმა.