- Advertisement -

ობუდსმენი: ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვების გამოყვანის მიზეზი 30%-ის შემთხვევაში სიღარიბეა

541

სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგების მიხედვით, არასრულწლოვანთა ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანის ერთ-ერთი არსებითი საფუძველი მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშში მითითებულია, რომ ხშირ შემთხვევაში ამით არის განპირობებული არასრულწლოვანთა სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსება, რაც კითხვებს ბადებს და ეჭვქვეშ აყენებს სოციალური პროგრამების ეფექტიანობას.

"სახალხო დამცველის აპარატის მიერ მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილი ბენეფიციარების 30% სახელმწიფო მზრუნველობაში სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო პირობების საფუძველზე განთავსდა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად,1017 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულია სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) მიმღები 169 503 ბავშვი (18 წლამდე პირი), ხოლო 10 ლარიანი დანამატის მიმღები, 62 522 ოჯახი, რომლის წევრიც არის 16 წლამდე პირი. ეს მონაცემები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განსაკუთრებულ სიმძიმეზე მეტყველებს",-აღნიშნულია ანგარიშში. 

Comments
Loading...