- Advertisement -

ობუდსმენი: იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც დაკავებისას მიიღეს დაზიანებები 12%-ით გაიზარდა

542

ობუდსმენის განცხადებით, პოლიციის მხრიდან ძალაუფლების გადამეტებაზე მომართვიანობა ომბუდსმენის აპარატში გაზრდილია. როგორც უჩა ნანუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განაცხადა, დაკავებისას ძალაუფლების გადამეტების სავარაუდო ფაქტები 12 %-ით არის გაზრდილი. 

"სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შემცირებულია არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით მომართვიანობა, აქ ასევე აღნიშნული იყო ის ციფრები, რომ ერთი მესამედით არის წინა წელთან შედარებით სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან წინა წელში გაგზავნილი წინადადებების რაიოდენობა, რომლიც ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოვითხოვდით. თუმცა, სამწუხაროდ არის გაზრდილი და კვლავ რჩება მსგავსი ფაქტების პრობლემა პოლიციის განყოფილებებში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარად ტენდენციის სახით წარმოჩინდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ასეთი ფაქტების კლების ფონზე, პოლიციასთან დაკავშირებით მსგავსი პრობლემები არსებობს.მუხედავად იმისა, რომ გასულ წელს დაკავებების რაოდენობა შემცირდა, სამწუხაროდ დაზიანებების რაიოდენობა, ანუ იმ ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა რომელთაც ჰქონდათ მიღებული დაზიანება უშუალოდ დაკავების დროს, 12 %-ით არის გაზრდილი ასეთ პირთა რაოდენობა და ასევე გაზრდილია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც პოლიციის წარმომადგენლებს უჩიოდნენ ძალის გადამეტებით გამოყენების გამო. მე ვფიქრობ ეს ციფრები რაღაცაზე მეტყველებს და აქ გარკვეულწილად პრობლემას აქვს ადგილი. 

მათ შორის, ასევე გამოკვეთილია კონკრეტული სამმართველოები, კონკრეტული რეგიონები, სადაც ძალადობის, არასათანადო მოპყრობის ფაქტები, შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში გრძელდება და ასეთ რამდენიმე რეგიონზე ვსაუბრობთ, შესაბამისად, ეს ინფორმაცია საყურადღებო უნდა იყოს, ვფქირობ და ხვალ შსს-ს წარმომადგენლებიც მოვლენ და იმედი მაქვს, რომ გარკვეული რეაგირება მოხდება მათგან",-განაცხადა ომბუდმენმა. 

Comments
Loading...