ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგეობო რეჟიმში მუშაობს. სპეციალურმა კომისიამ ზარალის სავარაუდო ოდენობა დაადგინა. სტიქიისგან მიყენებული ზარალი მილიონ ნახევარ ლარს აჭარბებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გუშინდელი გრიგალის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 25-მდე სოფელში ადგილობრივი მაცხოვრებლები დაზარალდნენ.
საერთო ჯამში, გადახდილია 220 კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი, 15 მრავალბინიანი კორპუსი, 4 საბავშვო ბაღი და 1 ბიბლიოთეკა.
ძლიერმა ქარმა მოთხარა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.
ზარალი მილიონ ნახევარ ლარს აჭარბებს.
მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები სამაშველო სამსახურთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ