- Advertisement -

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

396

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შავიზღვისპირა ზოლში 2017 წლის 23 აგვისტოს მომხდარი ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ურეკისა და ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემები შეიქმნა,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, წაქცეულია ხეები, კერძო და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს გადახდილი აქვთ სახურავები, დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები, გარე განათების კონსტრუქციები, ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ავტომობილები.

გუშინვე დაიწყო სალიკვიდაციო ღონისძიებები, გაწმენდილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, აღდდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება.

მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური დამუშაო ჯგუფი, მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა.

Comments
Loading...