- Advertisement -

ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

572

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგს განაგრძობს. მინისტრი გურიაში იმყოფებოდა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

აგვისტოში, ოზურგეთი-ნატანები- ურეკის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება. ამ ეტაპზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებთან შესასვლელებისა და საგზაო შემოფარგვლის მოწყობა. პროექტს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს და სამუშაოებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. დადგენილ ვადებში გზასთან ერთად მოწესრიგდება ყველა სახის ინფრასტრუქტურა და მოქალაქეები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

Comments
Loading...