- Advertisement -

ოზურგეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

429

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში დღეს გამთენიისას მკვლელობა მოხდა. როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობა  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. 

"მკვლელობის ფაქტი გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით დაგამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებები", – განგვიცხადეს შსს-ში. 

Comments
Loading...