- Advertisement -

ოთარ აბესაძე: ბოდიშს ვუხდი ყველას შექმნილი უხერხულობისთვის

361

მერიის ყოფილ თანამშრომელს ოთარ აბესაძეს აღკვეთი ღონისძიება-პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა და დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

"მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დიდი სოლიდარობა გამოიჩინა ჩემს მიმართ. ასევე მინდა ბოდოში მოვუხადო ყველას, ამ შექმნილი ძალიან დიდი უხერხულობისთვის და მდგომარეობისთვის. ვაპირებ, ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულო, რაც ამ ეტაპზე სასამართლომ დამაკისრა. გრძელდება პროცესები", – აღნიშნა ოთარ აბესაძემ.

ცნობისთვის, ოთარ აბესაძეს აღკვეთი ღონისძიება-პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა და დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავეს.

Comments
Loading...