ოთარ დანელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

47

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ აგრარულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. განიხილეს ასევე საქართველოსა და რეგიონში არსებული ვითარება.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა სოფლის მეურნეობის განვითარებაში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიერ ფინანსური და ტექნიკური დახმარების მნიშვნელობა.

ოთარ დანელიამ ელჩს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DჩFთA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ჰუბერტ ქნირშს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

Comments
Loading...