- Advertisement -

ოთარ კახიძე: ვენეციის კომისიის ექსპერტებს ჩვენს პრინციპულ შენიშვნებს გავუზიარებთ

502

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის ოთარ კახიძის განცხადებით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს, რადგან მან "ქართულ ოცნებას" საშუალება მისცა 48%-ით პარლამენტში მანდატების 83% მიეღო. 

"ევროპულ საქართველოს აქვს რამდენიმე პრინციპული შენიშვნა, რომელსაც ჩვენ გავუზიარებთ ვენეციის კომისიის ექსპერტებს. პირველ რიგში, ეს ეხება საარჩევნო სისტემის დახვეწას. გაუნაწილებელი ხმების საკითხი არის აქ მნიშვნელოვანი. ქართული ოცნება ამბობს, რომ პირველ ადგილზე გასულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა წაიღოს, რაც არასწორია.

ხმები უნდა განაწილდეს პროპორციულად ბარიერგადალახულ სუბიექტებს შორის. ჩვენ ვაყენებთ ასევე პრეზიდენტის არჩევის წესის შენარჩუნებას, ვინაიდან მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება განსაკუთრებით არაფორმალური მმართველობის პირობებში, როდესაც ძალაუფლება არის თავმოყრილი ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელქვეითების ხელში. ასევე ჩვენ ვსვამთ სხვადასხვა საკითხებს, რომელიც გულისხმობს ბლოკების და ადამიანის უფლებათა სტანდარტის შენარჩუნებას", – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს დღეს უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. როგორც შეხვედრის შემდეგ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი მათ პოზიტიურად მიიღეს. მისივე თქმით, დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ფუნქციების შეკვეცასთან დაკავშირებული კითხვები მოიხსნა.

Comments
Loading...