"მოვითხოვთ, პარლამენტში, უმცირესობის ფორმატში გომელაური და შს მინისტრი მივიდნენ და გასცენ კითხვებს პასუხი",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირბეით განაცხადა
"არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ ქართველი სამართალდამცავები და შსს მაღალჩინოსნები. ეს არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ყველა პირი, ვისი დანაშაული გამოიკვეთება აღნიშნულ საქმეში უნდა წარდსგეს მართლმსაჯულების წინაშე.
მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას ნუ გახდებიან თავგასული ძალოვნების მძევლები. ჩვენ დეტალურად უნდა მივიღოთ ინფორმაცია ჟურნალისტის გატაცებაზე და ხელისუფლება ვალდებულია ყველა ლეგიტიმურ კითხვას პასუხი გასცეს,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.