- Advertisement -

ოთარ კახიძე: სახელმწიფო ქვანახშირის მომპოვებელ საბადოს ვერ მიხედავს

188

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის შეფასებით, "საქნახშირის" სახელმწიფოსთვის გადაცემა არასწორია.

დეპუტატის შეფასებით, სახელმწიფო ქვანახშირის მომპოვებელ საბადოს ვერ მიხედავს, რადგან ეს კერძო სექტორის საქმეა.

"შესაბამისად, ან უნდა მოხდეს ხელახალი პრივატიზაცია ამ ქვანახშირის მომპოვებელი საბადოსი, ან თუ გამოდის, რომ ადამიანების ხოცვა-ჟლეტის გარეშე ამ ნახშირს ვერ მოვიპოვებთ, მე მგონი აქცენტი უნდა გაკეთდეს ადამიანის სიცოცხლის სასარგებლოდ.

ეს თითის გაშვერა, რომ კვირიკაშვილის ბრალია, ხვალ ბახტაძის ბრალი იქნება, რეალური პრობლემა გვაქვს სხვაგან, პრობლემა არის ჩვეულებრივად ხელისუფლება, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში სათანადო რეაგირება ვერ მოახდინა – ვერც კანონი ვერ შეცვალა და ვერც არსებული აამოქმედა", – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან "საქნახშირი" უსასყიდლოდ გადასცენ სახელმწიფოს.

Comments
Loading...