- Advertisement -

ოთარ კახიძე: ხელისუფლება სამართლებრივ ჭაობშია

722

ფრაქცია "ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარე ოთარ კახიძე რუსთავი 2-ის საქმეს ეხმიანება. მისი თქმით, ყველასთავის ნათელი იყო, რომ უზენაესი სასამართლო დაკვეთას ასრულებდა. 

„ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ ვითარებიდან გამოძვრეს, მაგრამ ისინი არიან სამართლებრივ ჭაობში და ყოველი ახალი მოძრაობა მათ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. უზენაესი სასამართლო რომ დაკვეთას ასრულებდა, ეს ყველასთვის ნათელი იყო, აბსოლუტურად გასაგები იყო, რომ შეუძლებელი იყო ერთ და ორ დღეში საქმის განხილვა, ამიტომ  შეეცადნენ უკანა რიცხვით რაღაცეების გასწორებას,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. სტრასბურგის სასამართლომ კი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. 

Comments
Loading...