- Advertisement -

ოთხოზორიას დედა: ინტერპოლით ძებნა უფრო ადრე რომ დაეწყოთ, შესაძლოა, შედეგი მიღწეული ყოფილიყო

677

 

ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია მიიჩმევს, რომ შვილის მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლის წითელი ცირკულარით ძებნის გადაწყვეტილება დაგვიანებულია. მისი თქმით, გადაწყვეტილების ადრე მიღების შემთხვევაში შესაძლებელია, ოთხოზორიას მკვლელი ახლა დაკავებული ყოფილიყო. 

"ჩემი აზრით ეს დაგვიანებული გადაწყვეტილებაა, უფრო ადრეც რომ ყოფილიყო ინტერპოლით ძებნა გამოცხადებული ჩემი შვილის მკვლელზე, ალბათ შესაძლებელია შედეგიც მიღწეული ყოფილიყო. არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება რუსებისთვის არ იქნება  დამაბრკოლებელი, თვითონ აფხაზები ინტერპოლით ძებნას რამდენად გაითვალისწინებენ და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ქართული მხარისთვის მისი დაკავება და აქეთ გადმოცემა.

ღმერთმა ქნას, ჩემი შვილის მკვლელი დაიჭირონ და კანონიერად დაისაჯოს, რომ აფხაზ დამნაშავეებს არ ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ ქართველი ადამიანის მოკვლა თავისუფლად შეიძლება. ეს ჩვენი სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხია",- განაცხადა ჭანტურიამ.

Comments
Loading...