- Advertisement -

ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტის ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა

426

ხონში, ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტების ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა და დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც შსს-ში აცხადებენ შემთხვევა სავარაუდოდ გაუმართავმა ელექტრო სადენებმა გამოიწვია. შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით აღნიშნულ ფაქტზე ავტომობილის მფლობელს პრეტენზია არ გამოუთქვამს და შესაბამისად გამოძიებაც არ დაწყებულა.

"ავტომობილს, მოძრაობისას გაუჩნდა ცეცხლი, სავრაუდოდ გაუმართავი ელექტროსადენებიდან გამომდინარე. ადგილზე მალევე მივიდა სახანძრო და ცეცხლიც მალევე ჩააქრეს. არავინ დაშავებულა. ავტომობილის მფლობელს პრეტენზია არ აქვს და შესაბამისად გამოძიება არ დაწყებულა,"-აცხადებენ შსს-ში.

ფოტო: გურამ შეროზია

Comments
Loading...