- Advertisement -

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებმაც წელს ვერ შეძლეს გამოცდების ჩაბარება, უმაღლესში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

9

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,

რომლითც დგინდება 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე/საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების, რომლებმაც ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში/საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის საფუძველი წარდგენილი პროექტის თანახმად, კანონს ემატება გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, 2019 წელს ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტები, რომლებმაც ვერ შეძლეს გამოცდებში მონაწილეობა და ვერ მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.

საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე; თანამომხსენებელი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

Comments
Loading...