- Advertisement -

ომბუდსმენის ანგარიში: მუშაობის მიზეზით სკოლა 1165-მა მოსწავლემ დატოვა

555

ომბუდსმენის ინფორმაციით, გასული წლების მსგავსად, ქვეყანაში კვლავაც პრობლემურია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხები, მათი დაცვისა და დახმარების სისტემის ეფექტიანობა. ბავშვთა შრომის პრობლემებზე ომბუდსმენი საპარლამენტო ანგარიშში საუბრობს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვები მუშაობის გამო სკოლას ტოვებენ.

ომბუდსმენის ანგარიშში მითითებულია, რომ ბავშვთა შრომის სფეროში საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები სახელმწიფოს ეფექტიან რეაგირებას მოითხოვს.

"წამყვანი ფაქტორი, რის გამოც ბავშვებს უხდებათ თავიანთ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკური განვითარების დონესთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება, სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონეა. აღნიშნული ფაქტორების კვალდაკვალ, უნდა აღინიშნოს სახელმწიფოს პასუხისმგებელი უწყებების პოზიტიური ვალდებულების შესრულების ნაკლებეფექტიანობაც. კერძოდ, ხშირ შემთხვევებში დროულად არ ვლინდება ბავშვთა შრომისა თუ შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევები. ასევე, განსაკუთრებით აქტუალურია საკურორტო ადგილებში, ზღვის სანაპიროზე ბავშვთა შრომის საკითხი

არასრულწლოვნებს, სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სეზონურად საკმაოდ მძიმე სამუშაოს შესრულება უხდებათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ხშირია ბავშვთა შრომის საფუძველზე სკოლის მიტოვების შემთხვევები და ოჯახებში სეზონური სამუშაოების შესრულების მიზეზით სკოლის გაცდენის ფაქტები",-აღნიშნულია ანგარიშში. 

Comments
Loading...