- Advertisement -

ომბუდსმენის ანგარიში: 2016 წელს სწავლა10 005-მა არასრულწლოვანმა შეწყვიტა

599

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს, სხვადასხვა საფუძვლით, საბაზო საფეხურის (9 კლასის) დასრულებამდე სწავლა შეწყვიტა 3 556 არასრულწლოვანმა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ – 6 449 არასრულწლოვანმა,-ამის შესახებ ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნული

"განათლების მიღების შეწყვეტის მიზეზებს შორის, საკმაოდ მაღალია მუშაობის დაწყება და ადრეული ქორწინება, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან ინდივიდუალურ შესწავლასა და რეაგირებას მოითხოვს. სამწუხაროდ, კვლავ პრობლემად რჩება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების განათლების უფლების დაცვის საკითხი",-აღნიშნულია ანგარიშში. 

Comments
Loading...