- Advertisement -

ომბუდსმენის ჩხრეკა-დაპატიმრების პარლამენტთან შეთანხმება შესაძლოა კონსტიტუციაში გაიწეროს

456

შესაძლოა კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით აღნიშნულს საკონსტიტუციო ცვლილებათა დოკუმენტი ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, სახალხო დამცველს პარლამენტი ისევ 5 წლის ვადით აირჩევს.

გარდა ამისა, შესაძლოა კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირი შესაძლოა ხელმეორედ ვეღარ აირჩიონ.

გამონაკლისი იქნება დანაშაულზე წასწრების შეთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს, თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.

Comments
Loading...