- Advertisement -

ომბუდსმენი:ჩვილ ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობით ევროპაში ლიდერ პოზიციაზე ვართ

560

ჩვილ ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობით ევროპაში ლიდერ პოზიციაზე ვართ,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა "აიპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს შემოგთავაზებთ.

აიპრესის კითხვაზე: 25 იანვარს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში იყო ანგარიშის წარდგენა, რომელსაც ესწრებოდნენ თქვენი წარმომადგენლებიც, რა შენიშვნები და რეკომენდაციები გამოითქვა კომიტეტის მხრიდან?

სახალხო დამცველმა განაცხადა: ჩვენ გვქონდა ალტერნატიული ანგარიში წარდგენილი გაეროში და ბევრი რეკომენდაცია გაზიარებული. პრობლემები ნამდვილად ბევრია და ძალადობა არ არის მხოლოდ ერთი პრობლემა. ეს უკავშირდება იგივე განათლებას, ჯანდაცვას, ბავშვთა სიღარიბეს, ჩვილ ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობას, სადაც ასევე საკმაოდ მძიმე მაჩვენებლები გვაქვს და ევროპაში ლიდერ პოზიციაზე ვიმყოფებით კვლავ.

Comments
Loading...