- Advertisement -

ომბუდსმენი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე: ამ ფაქტმა რამდენიმე ათეული წლით უკან დაგვხია

530

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი "რეაქციაში" აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტმა ამჟღავნებს სისტემის ხარვეზებს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ამ საქმემ საქარტველოს რეიტინგი ათეული წლით უკან დახია.

"ეს ერთი ფაქტი ამჟღავნებს მთლიანად იმ სისტემის ხარვეზებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. და ეს მე ვფიქრობ არის საკმაოდ სერიოზული გზავნილი მსოფლიოსთვის. ანუ ერთმა კონკრეტულმა ფაქტმა საქართველოს რეიტინგი, ქვეყნის, რომელიც ცდილობს გახდეს ევროპის თანამეგობრობის წევრი და აქვს ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგმული იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, შეიძლება ითქვას რომ ამ ერთმა ფაქტა რამდენიმე ათეული წლით უკან დაგვხია", – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

Comments
Loading...