- Advertisement -

ომბუდსმენი: ბათუმში დაკავებული პირები არ ადასტურებენ პოლიციის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას

627

 

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2017 წელს 11 მარტს ბათუმში, აჭარის პოლიციის მთვარ სამმართველოსთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას და მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველი შეახსენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. 

აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა დაკავებულ პირებს, მათ შორის ავტომობილის მძღოლს, რომლის დაჯარიმებასაც მოყვა პროტესტი. აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები არ ადასტურებენ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

Comments
Loading...