- Advertisement -

ომბუდსმენი: ე.წ მოსმენების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება

516

 

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ მოსმენების შესახებ კანონი ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. 

მისივე თქმით, სისტემა იგივე რჩება და მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები ტარდება, რაც სარისკოა. 

"მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამიტომ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ხელახლა შევიტანოთ ჩვენი საჩივარი. მთავარი რისკი, რაც აქ შეიძლება დასახელდეს არის ის, რომ არ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყეტილების აღსრულება. 

რეალურად, სისტემა რჩება იგივე, ხდება მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება. შესაბამისად, ის, რომ ასეთი ორგანო, რომელსაც ექნება ასეთი ფართო უფლებამოსილება, არ არის დამოუკიდებელი სტრუქტურა. რეალურად, ეს პრობლემა კვლავ რჩება",- განაცხადა ნანუაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ "ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო და საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა, თუმცა მას მხარი არ დაუჭირა.

Comments
Loading...