"ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა", – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო.", – წერს უჩა ნანუაშვილი.
უბედური შემთხვევა ტყიბულში, მინდელის შახტის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. 4 მეშახტე დაახლოებით 400 მეტრის სიღრმეში ჩავარდა. მომხდარის გამო, აუდიტორია 115-ის წევრებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს, ისინი შრომითი ინსპექციის შექმნას მოითხოვენ. აქციის დროს დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა.