- Advertisement -

ომბუდსმენი: “მშვენიერი შესრულება გოგოსგან, რომელმაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა…”

299

ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოსაცა ავრცელებს. 

"მშვენიერი შესრულება გოგოსგან, რომელმაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა… 9 აპრილი, დღე, როცა ახალგაზრდები იმისთვის დახოცეს, რომ არ უნდოდათ ვინმეს ეკარნახა როდის, როგორ ან რანაირად უნდა ეცხოვრათ და თუნდაც, ეცეკვათ და ემღერათ… ამ მემორიალის შეურაცხყოფა კი ის ღიად ფაშისტური განცხადებებია, რომლებიც თითქოსდა მისი დაცვის მიზნით კეთდება…", – წერს საქართველოს სახალხო დამცველი.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ შსს-ს  მიერ 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებული აქცია გააპროტესტეს, სადაც ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა, რისთვისაც საზოგადოების ნაწილმა მოცეკვავე ქალი გააკრიტიკა. 

Comments
Loading...